სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატმა ანუ, იგივე კოპა ამერიკამ შესაძლოა ბრაზილიელი ნეიმარის გარეშე ჩაიაროს. როგორც გლობო იტყობინება, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ “ბარსელონას” წერილით მიმართა ფეხბურთელის გათავისუფლების შესახებ, თუმცა დიდი ალბათობით, კლუბი მას უარით უპასუხებს.
საქმე ისაა, რომ ზაფხულში “ბარსელონას” ნეიმარის ნაკრებში გაშვება ორჯერ უწევს, რაზეც თანახმანი არ არიან. როგორც ბრაზილიური მედია წერს, ნეიმარი ივნისში გასამართ კოპაზე არ იქნება, სამაგიეროდ, ითამაშებს აგვისტოში, რიოს ოლიმპიადაზე.
ამასთან, ეჭვს იმის შესახებ, რომ კოპა ამერიკა ნეიმარის გარეშე ჩაივლის ისიც ამძაფრებს, რომ ბილეთების გაყიდვის ოფიციალურ ბანერზე ბრაზილიის ნაკრებს არა ნეიმარი (როგორც მთავარი ვარსკვლავი), არამედ დავიდ ლუიზი წარმოადგენს...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საერთოდ უარი უნდა თქვას ნაკრებში თამაშზე 80 მილიონს რომ ედავებიან !!
ტყუილად არავინ მოედავება მაგას და რაც გადასახდელი აქ უნდა გადაიხადოს... 80 მილიონი ცოტა ფული არაა რო არ გადაახდევინონ... მეორე საქმეა რაში წავა ეგ ფული
კაია ეს ოლიმპიადას მოიგებს მესი კოპას
იმედია დადებს ლეო კოპას
ჯობია კოპა ითამაშოს და ოლიმპიადა გამაზოს. წინა წელს სუარესის დისკვალიპიკაციის გამო ვერ იყო ისეთი კოპა როგორსაც ველოდით ეხლა ეს თუ არ იყო მაგრად გატეხავს რა.
ს.ამერიკის ჩემპინატი შარშან იყო და ეს ორივე ამერიკული კონტინენტის გარერთიანებული ჩემპიონატია
არა ეხლა საიუბილეო კოპა არის.