ფეხბურთი

12:42 | 9.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

დოპინგ სკანდალი - ზლატანს ამჯერად ბოდიში მოუხადეს

შვედეთის ნაკრების ყოფილმა ექიმმა ულფ კარლსონმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს დოპინგის გამოყენებაში დადანაშაულების შემდეგ ბოდიში მოუხდა. მედიკოსის თქმით, მას ცუდი განზრახვა არ ჰქონია.

“მესმის, რომ რაც ვთქვი, შესაძლოა ინტერპრეტირებული სხვანაირად იყოს და ამიტომაც ძალიან ვწუხვარ. ბოდიშს ვუხდი ზლატანს და დამწუხრებული ვარ. ასევე ვებოდიშები ყველას, ვინც განაწყენებული დარჩა ჩემი განცხადებებით”, - თქვა მან.

შეგახსენებთ, ორიოდ დღის წინ კარლსონმა იბრაჰიმოვიჩი დოპინგის მოხმარებაში დაადანაშაულა. კერძოდ, 2004-2006 წლების სეზონში, როდესაც იბრა “იუვეში” თამაშობდა, კარლსონმა თქვა, რომ 6 თვეში 10 კილოგრამი მოიმატა ზლატანის კუნთებმა რაც წამლების გარეშე თითქმის შეუძლებელი გახლდათო...

0.112653