ინგლისური “ნიუკასლ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი ზაფხულში ესპანეთის ეროვნული ნაკრების ჩაბარებას გამორიცხავს. მისი თქმით, სასიამოვნოა, როცა “ფურიე როხას” უკავშირებენ, თუმცა “ნიუკასლში” დარჩენას გეგმავს.
“ყოველთვის სასიამოვნოა, როცა შენს გვარს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან აკავშირებენ, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, მე “ნიუკასლ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ვარ და ახლა ჩემს სამუშაოზე ვარ კონცენტრირებული. მსურს აქ მომდევნო წელსაც ვიმუშაო და ვფიქრობ, “ნიუკასლში” დიდი ხნით დავრჩები”, - განაცხადა ბენიტესმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის წინ რაფამ მადრიდის “რეალი” ჩაიბარა, მაგრამ იანვარში გუნდიდან დაითხოვეს, ხოლო ცოტა ხნის წინ ახალი სამუშაო იპოვა და პრემიერლიგის აუტსაიდერი “ნიუკასლი” ჩაიბარა.
რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, ამჟამად მას ვისენტე დელ ბოსკე ხელმძღვანელობს, რომელიც პირინელთა მთავარ გუნდს დიდი ალბათობით, დამდეგი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
3:1 გოლი კარგი გაისროლა
3:0 ჩემპიონშიპი ახლოსაა
ნიუკასლს უბანი რომ შევყარო ჩვენც მოვუგებთ, ასეთი უსისხლო პრემიერლიგაში მართლა ზედმეტია, რაფა+ფარა მაინც არ ეშველება...
გაისად ჩემპიონშიპში მოუწევს ასპარეზობა რაფას
ფურიას არ გააკაროთ ეს კაცი,მიუხედავად იმისა რომ მადრიდისტაა