ქართველი მარიამ ბოლქვაძის და ფრანგი ვიქტორია მუნტეანის წყვილი ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ფინალში ითამაშებს.
ქართველმა და ფრანგმა ჩოგბურთელებმა ნახევარფინალში ავსტრიელი კურცი და ბელორუსი ტოლიბოვა 6:4, 6:3 დაამარცხეს, გადამწყვეტ მატჩში კი პირველი რეიტინგის მქონე უკრაინულ-რუსულ დუეტს (კორაშვილი-ლაზარევა) გაეჯიბრებიან.
ერთეულთა ტურნირის მეოთხედფინალში ბოლქვაძე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუს მარგარიტა სკრიაბინას დაუპირისპირდა და 7:6 (7:3), 6:7 (4:7), 2:6 წააგო.