ინგლისის პრემიერლიგაში მარტის თვეში “ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი და “ტოტენჰემ ჰოტსპურის” ფორვარდი ჰარი კეინი გამოარჩიეს.
რანიერის ხელმძღვანელობით “ლესტერმა” წინა თვეში 4 შეხვედრა გამართა, რომელთაგან სამი მოიგო და ერი ფრე ითამაშა. “ლესტერი” მიმდინარე სეზონში ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო რანიერი თვის საუკეთესო მწვრთნელად კარიერაში მოოთხედ დასახელდა. ორჯერ ის “ჩელსიში” მუშაობიას აღიარეს, ხოლო ორჯერ მიმდინარე სეზონში.
რაც შეეხება კეინს, 22 წლის ფორვარდმა მარტში 4 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 5 გოლი გაიტანა. მან ორ-ორჯერ “ბორნმუთისა” და “ასტონ ვილას” კარი აიღო, ხოლო ერთხელ - “არსენალის”, მთლიანობაში კი ბომბარდირთა დავას 22 გოლით ლიდერობს.