ფეხბურთი

23:46 | 8.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი მარკიზიოს 50 მილიონად უთვალთვალებს

მიუნხენის “ბაიერნის” ახალ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის თავის გუნდში ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ კლაუდიო მარკიზიოს ხილვა სურს. როგორც იტალიური მედია იტყობინება, გერმანული გრანდი 30 წლის ფეხბურთელში 50 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.

ანჩელოტი მარკიზიოში ჩაბი ალონსოს სრულფასოვან შემცვლელს ხედავს.

დასთანხმდება თუ არა, “იუვე” გერმანელთა მუსყე შეთავაზებას რთული სათქმელია, რადგან მარკიზიო “ბებერი ქალბატონის” აღზრდილია და ტურინში ჯერ კიდევ 7 წლის ასაკიდან მოყოლებული ირიცხება. ერთადერთი სეზონი, როდესაც მარკიზიო “იუვენტუსში” არ თამაშობდა, 2007-2008 წლების სეზონი იყო. მაშინ კლაუდიო იჯარით “ემპოლის” ღირსებას იცავდა.

0.110315