ფეხბურთი

15:03 | 8.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2015/16: თასის ნახევარფინალისტების მოლოდინში

10 და 11 აპრილს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს. ამ დღეს უნდა გაირკვეს სუპერლიგის და კორპორატიული ლიგის თასის გათამაშების ნახევარფინალისტები. ბრინჯაოს ლიგის და სუპერლიგა C-ს გუნდები კი კალენდარული ტურის შეხვედრებს გამართავენ.

სუპერლიგის თასის ¼ ფინალური შეხვედრებიდან განსაკუთრებულ ინტერესს, შსს-სა და მფკ ნატახტარის დაპირისპირება იწვევს, რომელიც კვირას 16:00 სთ-ზე დაიწყება. სუპერლიგა A-ს გუნდებით კიდევ ერთი სათასო წყვილი დაკომპლექტდა - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდი პსპ-ს დაუპირისპირდება. რაც შეეხება კიდევ ორ 1/4 ფინალს, აქ A და B გუნდები ითამაშებენ ერთმანეთთან -ვეტერანები ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას დაუპირისპირდებიან, ხოლო ვივუსი გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტთან მფკ ტატიშვილთან მოსინჯავს ძალებს.

10.04.2016. სუპერლიგის თასი. 1/4 ფინალი

14:00 ვეტერანები – GM-ჭიათურა

16:00 შსს - მფკ ნატახტარი

19:00 Vivus.ge –მფკ ტატიშვილი

21:00 FC TTC - FC PSP

საინტერესო შეხვედრებია მოსალოდნელი კორპორატიული ლიგის თასის 1/4ფინალში, სადაც 8 გუნდიდან ორი ვერცხლის ლიგას წარმოადგენს. 10 აპრილს „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი“ საქართველოს ფოსტას დაუპირისპირდება, ხოლო ვესტ ინვესტი პატრულთან გაარკვევს ურთიერთობას. 11 აპრილს კიდევ ორი მატჩი გაიმართება. ალიანს საქართველო გათამაშების უმთავრეს ფავორიტს, ნატახტარს დაუპირისპირდება, ხოლო კიდევ ერთი საგზურისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და ვითიბი ბანკის გუნდები იბრძოლებენ.

10.04.2016. კორპორატიული ლიგის თასი. 1/4 ფინალი

18:00 GWP – საქართველოს ფოსტა

20:00 ვესტ ინვესტი - პატრული

11.04.2016. კორპორატიული ლიგის თასი. 1/4 ფინალი

21:00 ალიანს საქართველო - ნატახტარი

22:00 TTC –ვითიბი ბანკი

კვირას გაიმართება ბრინჯაოს ლიგის მეორე ტურის შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს აჭარა ჯგუფისა და ეროვნული ბანკის გუნდები დაუპირისპირდებიან.

10.04.2016. ბრინჯაოს ლიგა. II ტური

12:00 აჭარა ჯგუფი - ეროვნული ბანკი

სუპერლიგა C-ს გათამაშებაში კი მეოთხე ტურის სამი შეხვედრა გაიმართება. უკვე ფავორიტად ქცეული, სისი ლოუნი ასევე ლიდერს, ჯვაროსნებს ეთამაშება, მცხეთის გრანდ გრუპი სამტრედიასთან შეეცდება წარმატების მოპოვებას, ხოლო სატურნირო ცხრილის ლიდერი ტელეკომპანია იმედის გუნდი აჭარის სომეხთა კავშირის გუნდ „ახპიურს“ დაუპირირდება.

10.04.2016. სუპერლიგა C. IV ტური

13:00 CC Loan – სკ ჯვაროსნები

15:00 გრანდ გრუპი - სამტრედია

17:00 ტვ იმედი - ახპიური

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ .

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი „ლელო”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

თეგებიSBM LEAGUE
0.157053