ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა უზბეკეთის ქალაქ კარშიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ერთეულთა თანრიგის კვალად, წყვილებშიც გამოეთიშა.
შეჯიბრის ნახევარფინალურ შეხვედრაში შაფათავამ და რუსმა ოლგა დოროშინამ პირველი რეიტინგის მქონე რუსულ დუეტს (ლიკინა-მონოვა) დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და 7:6 (7:3), 5:7, 6:10 დამარცხდნენ.