ფეხბურთი

23:19 | 7.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" გეგმა ჩაუვარდა - "რომა" პიანიჩს არ ყიდის

"რომას" პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ განაცხადა, რომ მირალემ პიანიჩს გუნდში დარჩენა უნდა და კლუბი მას არ გაყიდის. ბოსნიელი ფეხბურთელისადმი ინტერესს ლონდონის "ჩელსი" იჩენს.

"გამოცემები პიანიჩის გუნდიდან წასვლაზე საუბრობენ. ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ, მას არ სურს წასვლა და ჩვენც არ გავყიდით. აღნიშნული ჭორებით უკვე დავიღალე." - განუცხადა ROMA RADIO-ს პალოტამ.

მირალემი ლონდონში გახლდათ ჩასული და როგორც ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა დაასკვნეს, ფეხბურთელი ლონდონის "ჩელსისთან" მოლაპარაკებას აწარმოებდა. Sky Italia-ს ინფორმაციით კი ფეხბურთელი ინგლისის დედაქალაქში დასასვენებლად ჩავიდა.

ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 11 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.121082