ფეხბურთი

22:48 | 7.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნანი შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "ფენერბაჰჩეს" შემტევი ნანი შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს. როგორც The Liverpool Echo იუწყება, ფეხბურთელისადმი ინტერესს "ევერტონი" იჩენს.

გამოცემის ცნობით, რობერტო მარტინესს ნანის გადაბირება სურს და კლუბი მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 6 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.

მიმდინარე სეზონში ნანიმ 39 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. შემტევის სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:41 | 08.04.2016
AZARISHVILI (788)

nani momenatra eplshi. ratomgac bolomde am bijma ver gaixsna tore ashkarad meti sheuzlia. amis adgili turqetshi araaa evertons kargad mouxdeboda. tan evertons axali mflobeli yavs da uketes gunds daayeneben. momavalshi magari epli gvelodeba guardis siti kontes chelsi klopis live didi albatobit mous unaitedi damatebit pochetinos simpatiuri totenhemi ager axali mflobelis evertoni romelic darwmunebuli var magali miznebistvis movida evertonshi da vengeras otxeulis arsenali.da albat lesteri ateulshic vegar sheva momavalshi mitumetes tu liderebi gaushva

0.134585