ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელ ნეიმარს პოლ პოგბასთან ერთად თამაში სურს. "სელესაოს" კაპიტანმა ლა ლიგის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას აღნიშნა, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი "ბლაუგრანას" კარგად შეეწყობა.
"პოლი ახალგაზრდაა და მისი თამაში მომწონს. ვისურვებდი ჩვენ მაისურები გაგვეცვალა და ვფიქრობ იგი "ბარსელონას" კარგად შეეწყობა." - განაცხადა სამხრეთამერიკელმა.
ნეიმარმა ინტერვიუში აგრეთვე აღნიშნა, რომ მისი ოცნება მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაა. ბრაზილია 2014 წელს შინაურ კედლებში ნახევარფინალურ მატჩში გერმანიასთან 1:7 დამარცხდა, ნეიმარმა კი ეს შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.