ფეხბურთი

19:21 | 7.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხარაიშვილი – “ვიტესის” გარდა, “ანდერლეხტი”, პსვ და “ბრიუგეც”?

ზამთარში გიორგი ხარაიშვილის არნემის “ვიტესში” გადასვლა რეალური ჩანდა, თუმცა საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა და ფეხბურთელი ისევ “საბურთალოშია”. ტექნიკური ნახევარმცველი, გარდა იმისა, რომ “საბურთალოს” ლიდერია, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო განვლილ შეხვედრებში – სან მარინოსთან და უკრაინასთან.

ჰოლანდიურ და ბელგიურ პრესაში კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ ხარაიშვილით დაინტერესებულნი არიან ჰოლანდიის ჩემპიონი პსვ და ბელგიის რჩეული გუნდებიც: “ანდერლეხტი” და “ბრიუგე”.

Voetbalprimeur.be წერს, რომ ხარაიშვილი თამაშის მანერით ფრენკ ლამპარდს წააგავს და იქვე ათავსებს გიორგის თამაშის ამსახველ ვიდეოს.

ისე კი, რამდენიმე დღის წინ worldsport.ge-მ “საბურთალოს” ესპანელ მწვრთნელ პაბლო ფრანკოსთან ინტერვიუ შემოგთავაზათ და საუბარი ხარაიშვილსაც შეეხო. ესპანელმა იმედი გამოთქვა, რომ ხარაიშვილი “საბურთალოში” დარჩება – მომდევნო სეზონში საქართველოს ჩემპიონატში მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლებთ, ძლიერი გუნდი უნდა შევქმნათ და ამას სწორედ ხარაიშვილის გარშემო ვაპირებო.

0.120701