კალათბურთი

20:55 | 7.04.2016 | ნანახია 1235 - ჯერ

“დალასი” ჰოვარდით დაინტერესდა

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსი” “ჰიუსტონ როკეტსის” 30 წლის ცენტრით დუაიტ ჰოვარდით დაინტერესდა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ტეხასელები ჰოვარდის შეძენას ზაფხულში შეეცდებიან და ხელფასს იმაზე ბევრად მეტს შესთავაზებენ, ვიდრე “ჰიუსტონში” აქვს.

შეგახსენებთ, რომ “დალასს” ჰოვარდის შეძენა 2013 წელსაც სურდა, თუმცა დუაიტმა “როკეტსი” ამჯობინა.

ჰოვარდმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კარიერა 2004 წელს “ორლანდოში” დაიწყო, შემდეგ 2012 წელს “ლეიკერსში” გადავიდა და 2013 წლიდან “ჰიუსტონის” ღირსებას იცავს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:51 | 08.04.2016
Dato Madrid (1088)

ახალახალ სირთულეებს ქმნიან დალასის შეფები ზაზას საწინააღმდეგოდ,იმდენად არ აქვთ სურვილი დააფასონ ჩვენი კაპიტნის ბრწყინვალედ ჩატარებული სეზონი,რომ სულ შემაჯავრებენ ამ გუნდს თუ ზაზას წყალში ჩაუყარეს ამდენი მშვენივრად ჩატარებული თამაში დალასის სასარგებლოდ.ასეა ეს.

0.1271