საჩხერის "ჩიხურამ" 25 წლის საყრდენ ნახევარმცველ მარკო ვუკასოვიჩს გაუფორმა კონტრაქტი. ეს საჩხერული კლუბის პრესსამსახურის ცნობით. ვუკასოვიჩი ჩერნოგორიელია და 2013 წლამდე ადგილობრივ "პროლეტერში" გამოდიოდა. შემდეგ გადავიდა უნგრულ "კეჩკემეტიში", სადაც ორი სეზონი დაჰყო, ხოლო შარშან "ვაშაშში" გააგრძელა კარიერა.
ვუკასოვიჩს ყველა ამ კლუბში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა. "ჩიხურას" წლეულს მესამე ექს-იუგოსლავიელი ლეგიონერი შეემატა: ვუკასოვიჩამდე გუნდში მივიდნენ სლოვენიელი ნახევარმცველი ლოვრეჩიჩი და ბოსნიელი მეკარე ჰამზიჩი.