გამოქვეყნდა ფიფას რეიტინგი და საქართველოს ეროვნული ნაკრები 123-ე ადგილზეა, წინა თვის შემდეგ ერთი საფეხურით დაქვეითდა. უშუალოდ ევროპის ქვეყნებს შორის კი, საქართველო 44-ე საფეხურზეა და 9 ნაკრებს უსწრებს: აზერბაიჯანს, ლიტვას, მაკედონიას, ლუქსემბურგს, მოლდოვას, მალტას, ლიხტენშტაინს, სან მარინოსა და ანდორას. გიბრალტარი კი ფიფას წევრი არაა.
პირველი ათეული და ის ნაკრებები, რომლებიც 2018 წლის მუნდიალის შესარჩევში საქართველოს მეტოქეები იქნებიან. პირველზე არგენტინა გადავიდა და ადგილი "გაუცვალა" ბელგიას, რომელიც სამი თვის განმავლობაში ლიდერობდა.
1 (2). არგენტინა - 1532
2 (1). ბელგია - 1352
3 (5). ჩილე - 1348
4 (8). კოლუმბია - 1337
5 (4). გერმანია - 1309
6 (3). ესპანეთი - 1277
7 (6). ბრაზილია - 1251
8 (7). პორტუგალია - 1184
9 (11). ურუგვაი - 1158
10 (9). ინგლისი - 1069
11 (10). ავსტრია - 1067
24 (17). უელსი - 839
31 (33). ირლანდია - 792
55 (50). სერბეთი - 581
123 (122). საქართველო - 289
156 (156). მოლდოვა - 181