ფეხბურთი

12:52 | 7.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი: “ფინალზე ჯერ არ ვფიქრობთ”

ფრანგულ “პარი სენ ჟერმენთან” სტუმრად ნათამაშები ფრის (2:2) შემდეგ, “მანჩესტერ სიტის” თავკაცი მანუელ პელეგრინი კმაყოფილია. ჩილელი სპეციალისტის განცხადებით, მათთვის ნახევარფინალში გასვლას დიდი მნიშვნელობა აქვს.

“დაფიქსირებული შედეგით გახარებულები ვართ. თანაც, გუნდთან, რომელიც სავსეა ნამდვილი ჩემპიონებით. თუმცა, მსაჯობით დამწუხრებულები ვართ, რადგან ბევრი შეცდომა დაუშვა. თუნდაც მეორე გოლის დროს, რომელიც არასამართლიანად ჩაითავალა.

ფინალი? – ამაზე ფიქრი ნაადრევია. ახლა მხოლოდ პსჟ-სთან მომავალ თამაშზე ვფიქრობ. ნახევარფინალში გასვლა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია”, - განაცხადა პელეგრინიმ.

“სიტი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად გასვლასთან ერთ ნაბიჯშია. “ქალაქელებს” 12 აპრილს, საკუთარ მოედანზე წაგების და შედეგიანი ფრის (2:2, 3:3 და ზემოთ) გარდა, ყველა დანარჩენი შედეგი ხელს აძლევთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118288