ფეხბურთი

11:08 | 7.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუიზი ჩემპიონთა ლიგის ანტირეკორდსმენია

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუიზი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში მე-12 წამზე (!) ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გაფრთხილებაა.

აღნიშნული ეპიზოდი ბრაზილიელმა შემდეგნაირად ახსნა:

“ან თამაშის წესი უნდა დამერღვია, ან გოლი გარდაუვალი იქნებოდა”, - თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ ამ გაფრთხილების გამო ლუიზი საპასუხო თამაშს მანჩესტერში გამოტოვებს. პსჟ-ს უკანახაზელი ამაში დიდ პრობლემას ვერ ხედავს:

“არაფერი იცვლება, “პარი სენ ჟერმენს” კარგი ფეხბურთელები ჰყავს. საფიქრალი მათ აქვთ”, - დასძინა დავიდმა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და “სიტის” პირველი მეოთხედფინალური მატჩი “პარკ დე პრენსზე” 2:2 დასრულდა, ხოლო განმეორებითი შეხვედრა “ეტიჰად სთედიუმზე” 12 აპრილს გაიმართება.

0.116586