ფეხბურთი

10:38 | 7.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “90 წუთი კიდევ გვაქვს”

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გერმანულ “ვოლფსბურგთან” მოულოდნელი მარცხის (0:2) შემდეგ მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მაინც იმედიანადაა განწყობილი.

ლეგენდარული ფრანგის თქმით, სათამაშო კიდევ 90 წუთია, რომელსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.

“თამაშით კმაყოფილი არ ვარ. განსაკუთრებით, პირველი ტაიმით, მაგრამ ეს ფეხბურთია. ახლა კარგად უნდა დავისვენოთ და ვიფიქროთ შეცდომების აღმოფხვრაზე, რადგან ერთ კვირაში სიტუაციის შეცვლის შანსი გვექნება.

დაცვაში კონცენტრაცია არ უნდა დაგვეკარგა. ვიცოდით, რომ ურთულესი თამაში იქნებოდა, მაგრამ გეგმები ყოველთვის არ სრულდება. წინ კიდევ 90 წუთი გვაქვს და შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”, - თქვა ზიდანმა.

“რეალისა” და “ვოლფსბურგის” მეორე მეოთხედფინალური დაპირისპირება 12 აპრილს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება.

0.115427