,,ა“ ლიგის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს გამოკვეთილი აუტსაიდერი ,,ვინგსი“ და პირველ ოთხეულში მოხვედრისათვის მებრძოლი თსუ დაუპირისპირდნენ. აუტსაიდერის პირობაზე ,,ვინგსმა“ კარგად ითამაშა, მეტოქეს სერიოზული წინაააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მაინც დამარცხდა - 88:95.
პირველი მეოთხედი ფრედ 22:22 დასრულდა. თსუ-მ მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს შეძლო უპირატესობის მოპოვება. სტუდენტების გამარჯვებაში ლომის წილი მათმა უკანახაზელმა ვასილ ბერუაშვილმა შეიტანა, რომელმაც 32 ქულით, 12 მოხსნითა და 10 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა. ეს კალათბურთელი არა მარტო ამ შეხვედრაში, არამედ მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან კარგად თამაშობს და გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ მისი ადგილი სუპერლიგის მონაწილე გუნდებში არ მოიძებნა.
,,ვინგსის“ შემადგენლობაში 27 ქულითა და 8 მოხსნით ყველაზე შედეგიანი ფორვარდი გელა კოპალიანი იყო, ხოლო ცენტრალურმა თავდამსხმელმა გიორგი რევაზაშვილმა 20 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
,,ვინგსი“-თსუ 88:95 (22:22, 19:23, 25:28, 22:22)