ჩოგბურთი

21:37 | 6.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე მერვედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე წარმატებულად ირჯება ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 10 ათასი დოლარია.

მე-4 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ “უაილდ ქარდის” მქონე იტალიელ კლაუდია ფრანცეს 6:2, 6:4 სძლია და მერვედფინალში გააღწია, სადაც კიდევ ერთ აპენინელს – კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ჯულია კრეშენცის გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში ბოლქვაძე და ფრანგი მუნტეანი მეოთხედფინალში არიან გასულნი, სადაც მე-2 განთესვის მქონე სლოვენიურ-გერმანულ დუეტს (კოლარი-შაკოვეცი) დაუპირისპირდებიან.

0.118237