ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალმა" კატალონიის "ბარსელონა" დამსახურებულად დაამარცხა. "სამეფო კლუბმა" "ბლაუგრანას" "კამპ ნოუზე" 2:1 სძლია.
"რეალმა" მეტოქე ბოლო 20-25 წუთში დაამარცხა და დამსახურებულად გაიმარჯვა. მადრიდელებმა სამი ქულა მოიპოვეს და ეს მთლიანად გუნდის კარგი თამაშის დამსახურებაა. წინ 7 მატჩი და 21 ქულა დარჩა. "ბარსელონა" უპირატესობაშია, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მადრიდული გუნდები "ბლაუგრანას" წაფორხილებით ისარგებლებენ." - ციტირებს დელ ბოსკეს სიტყვებს MARCA.
ლა ლიგის სატურნირო ცხრილში "ბარსელონა" პირველ ადგილზე 76 ქულით იმყოფება. მეორე პოზიციაზე მადრიდის "ატლეტიკოა" (70), ხოლო მესამე პოზიციას "რეალი" 69 ქულით იკავებს.