ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშეებად აღმოსავლეთ კონფერენციაში “კლივლენდ კავალიერსის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი დაასახელეს, ხოლო დასავლეთში “ოკლაჰომას” გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი.
მარტის თვეში “კავალიერსმა” 16 მატჩიდან 11 მოიგო. “მეფე” საშუალოდ ერთ შეხვედრაში 25.6 ქულას, 8.2 მოხსნას და 7.1 პასს აკეთებდა.
უესტბრუკი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 21.7 ქულას, 10.6 მოხსნას და 8.3 პასს აგროვებდა. “ოკლაჰომამ” ასევე 16 შეხვედრიდან 11 თავის სასარგებლოდ დაასრულა.