თამაშგარე

11:47 | 6.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

შარლოტა კანიჯა გიდი გახდა

დიდებული არგენტინელი მეგოლის, კლაუდიო კანიჯას გადარეულ ასულზე, შარლოტაზე, აქამდეც დაგვიწერია და ალბათ მომავალშიც ბევრჯერ დავწერთ, რადგან “კლაუდიოვნა” ისეთი თავისუფალი, ფრთაგაშლილი და პოპულარობაზე თვალებდაჭყეტილი ვინმეა, მასზე წერა როგორ უნდა მოგწყინდეს?...

შარლოტამ საკუთარი ძალები უკვე გამოსცადა როგორც ფოტომოდელის, ასევე მსახიობის ამპლუაში და ყველგან მარტივად შეძლო საზოგადოების გაკვირვება. აბა ყველას კი არ შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში და ნებისმიერ ადგილას ტანსაცმლის ჩქარ-ჩქარა გახდა და ტახტზე ლუარსაბის ცოლ დარეჯანივით გადაწოლა.

შარლოტა კანიჯას ახლა უკვე სულ სხვა ჰობი და გასართობი ჰქონია. კლაუდიოს ასულმა მუშაობა ერთ-ერთ არგენტინულ ტურისტულ სააგენტოში დაიწყო და ბუენოს აირესში ჩასული სტუმრები გასართობ და ტაშ-ფანდურა დაწესებულებებში დაჰყავს. არგენტინაში შარლოტამ შეიძლება კულტურული ძეგლების მდებარეობა არ იცოდეს, თორემ გასართობი დაწესებულებები იცოცხლეთ – სულ ყველა ეცოდინება...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086315