ფეხბურთი

10:33 | 6.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: “თამაში სუარესმა მოგვიგო, რომელიც მანამდე გაძევებას იმსახურებდა”

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში “ბარსელონასთან” წაგების შემდეგ “ატლეტიკოს” თავკაცი დიეგო სიმეონე მსაჯების მისამართით აღშფოთებას ვერ მალავდა. მისი თქმით, არბიტრმა ისეთივე შეცდომა დაუშვა, როგორც შარშან არდა თურანის გაძევებისას.

“არბიტრი ყოველთვის უკეთ ხედავს ეპიზოდს, მაგრამ სამწუხაროდ მან ისე დაინახა, როგორც მოხდა გასულ წელს არდა თურანის შემთხვევაში “რეალთან”. ეს იყო ნორმალური წესის დარღვევა, მოედნის ცენტრში, თუმცა მან სხვანაირად დაინახა.

მათ ორი გოლი სუარესის წყალობით გაიტანეს, რომელმაც მანამდე გაძევება დაიმსახურა, როდესაც ფილიპე ლუისს ეუხეშა.

ბედნიერი ვარ ჩემი გუნდით. “ატლეტიკო” ძლიერი და ძალიან მებრძოლია. პირველი ტაიმი ფანტასტიურად ვითამაშეთ. საბოლოო ჯამში კი ეს, ის თამაში იყო, რომელიც მეორე მატჩამდე ფიქრის საშუალებას გვაძლევს.

ვიცით, რომ “ბარსელონა” შესანიშნავი მოწინააღმდეგეა და მასთან შეხვედრა ძალიან რთულია, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება “ვისენტე კალდერონზე”, სადაც ცხელი გარემო იქნება”, - თქვა სიმეონემ.

მოგეხსენებათ, გუშინ გამართული შეხვედრა “ბარსელონამ” ლუის სუარესის დუბლით 2:1 მოიგო. განმეორებითი მატჩი კი 13 აპრილს მადრიდში გაიმართება.

0.115737