ფეხბურთი

10:21 | 6.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “ფინალში “ბარსელონასთან” თამაში მინდა”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ ლისაბონის “ბენფიკასთან” მის გუნდს უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლო. ამასთან აღნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე პირველ მატჩებში გამარჯვებულის ვინაობა არ ირკვევა.

“ისინი დაცვაში მძლავრად იდგნენ და შეტევებს კარგად შლიდნენ. თუმცა, ჩვენ ვდომინირებდით და შეგვეძლო მეორე, მესამე გოლის გატანა, მაგრამ ასეა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებში ყველაფერი საპასუხო მატჩებში წყდება.

მინდა, რომ ფინალში გავიდეთ და “ბარსელონას” ვეთამაშოთ”, - აღნიშნა გვარდიოლამ.

“ბაიერნისა” და “ბენფიკას” პირველი მატჩი გერმანელებმა არტურო ვიდალის გოლით 1:0 მოიგეს. განმეორებითი შეხვედრა კი 13 აპრილს, “და ლუჟზე, ლისაბონში გაიმართება.

0.138238