6 აპრილს, თბილისის “დინამოს” და ქუთაისის “ტორპედოს” მატჩზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება აკაკი დევაძის მხარდასაჭერ ფონდში.
ამ ინფორმაციას თბილისელთა ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. ისიც ვთქვათ, რომ მომავალი მატჩი “დინამო არენაზე” 18.00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე შეუძლოდაა და სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ოპერაცია. რამდენიმე დღის წინ დევაძის მხარდასაჭერად საქველმოქმედო მატჩიც გაიმართა და დაახლოებით 40 000 ლარი მაშინ შეგროვდა.
სულ პირველად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გამოიჩინეს ინიციატივა, როცა 10 000-10 000 ლარი გადარიცხეს.
დევაძის ოპერაციისთვის 100 000 დოლარზე მეტი იყო საჭირო. თანხის შეგროვებაში ჩართულები არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და რა თქმა უნდა, ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელები. ასევე, სხვა სფეროს წარმომადგენლებიც. დამატებით, უმაღლესი ლიგისა და პირველი ლიგის კლუბებიც ჩაერთვნენ საქმეში.
აკაკი დევაძის პირადი ანგარიშის ნომერია:
საქართველოს ბანკის კოდი BAGAGE 22
მიმღების ანგარიშის ნომერი GE52BG0000000692294500
მიმღები AKAKI DEVADZE
დევაძის მხარდასაჭერად "მაგთის", "ჯეოსელისა" და "ბილაინის" აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 0 901 901 981. ზარის ღირებულება 1 ლარია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
"ვალერენგას" 7-0 მოუგო #respect
ამას არ გაუყვანია, ტრიბუნებიდან უყურებდა
ბარსა_ალბისელესტე (1258)____ ამის გჯერა და გვარდიოლას არაა? :/
გვარდიმ "ამოწურა" თავი ბარსელონაში
ჯ
მჯერა მარტინო შენიიიი, რატომ არ ვიცი მარა ესააააა
მარტო ჩვენ გვჯერა მემგონი
მეც თქვენთან ვარ ბიჭებო, ვინც არ უნდა მოსულიყო მაინც 50/50ზე იქნებოდა გამართლების შანსი და ახალ მწვრთნელს მხარი უნდა დავუჭიროთ(ფორუმიდან მაინც)
მე იმედიანად ვარ
ეს კაცი ბევრს მიაღწებს ბარსაში, ძლიერი მწვრთნელია, ბარსა დაიბრუნებს ძველ დიდებას, ბადალი არ ეყოლება მსოფლიოში