ფეხბურთი

20:29 | 5.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაქსველი: “აგუერო რომარიოს მაგონებს”

პსჟ-ს ბრაზილიელმა მცველმა მაქსველმა “სიტისთან” მოახლოებულ ჩემპიონთა ლიგის თამაშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აგუეროს სივრცეები არ უნდა მისცენ.

“აგუერო დიდებული მოთამაშეა, ის რომარიოს მაგონებს, მას თავისუფალი სივრცეები არ უნდა მისცე, თორემ ის ამას აუცილებლად გამოიყენებს. პსჟ-ს შემდეგ ეტაპზე გასვლა სურს. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მატჩის წინ გუნდში ოპტიმისტური განწყობა გვაქვს” – განაცხადა მაქსველმა.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირება პსჟ-სა და“სიტის” შორის 6 აპრილს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.126808