ფეხბურთი

19:40 | 5.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

პერტია "სკონტოს" პირველ ლიგაში გაწვრთნის

რიგის "სკონტო" ფინანსური დარღვევების გამო დააქვეითეს ლატვიის უმაღლესი ლიგიდან, თუმცა ქართველი მწვრთნელი თამაზ პერტია გუნდში დარჩა. იყო ვარაუდი, რომ პერტია დატოვებდა "სკონტოს", რადგან სხვა ვარიანტებიც ჰქონდა, თუმცა მუშაობას აგრძელებს.

"სკონტომ" პირველ ტურში "ოგრუს" 2:0 სძლია. პერტია ტრიბუნაზე იჯდა და ამან კითხვები გააჩინა, თუმცა ვიქტორ მოროზმა (ის თავკაცობდა გუნდს ამ თამაშში) განაცხადა, რომ პერტია გუნდის მთავარ მწვრთნელად რჩება და პირადი საქმეების გამო ვერ მოახერხა ამ მატჩისთვის გუნდის მომზადება.

0.114735