კალათბურთი

18:00 | 5.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონი და ბარეა ნბა-ში აღიარეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშე აღმოსავლეთ კონფერენციაში "კლივლენდის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი, ხოლო დასავლეთ კონფერენციაში "დალასის" გამთამაშებელი ხოსე ხუან ბარეა გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გასულ კვირას "კავალიერსმა" 4-დან სამი შეხვედრა მოიგო, ლებრონი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 28 ქულას, 10.7 პასს. 9.3 მოხსნას და 2.3 ჩაჭრას აკეთებდა.

"დალასმა" 4-დან ოთხივე შეხვედრა მოიგო. ბარეა საშუალოდ ერთ შეხვედრაში 23.5 ქულას, 6.8 პასს და 3 მოხსნას აკეთებდა.

0.124911