იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადიცისციპლინო კომიტეტმა “ნაპოლის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
28 წლის ფორვარდი გასულ კვირას “უდინეზესთან” წაგებული მატჩის 75-ე წუთზე გააძევეს, რაზეც გაცხარდა და შეხვედრის მთავარ მსაჯს მასიმილიანო ორატის კინაღამ ხელით შეეხო.
დისკვალიფიკაციის გარდა, არგენტინელ მოთამაშეს ფულადი სასჯელიც დააკისრეს – 20000 ევრო.
როგორც ცნობილია, “ნაპოლის” ხელმძღვანელობა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ აპელაციამ შედეგი არ გამოიღო, გონსალოს “ვერონასთან”, “ინტერთან”, “ბოლონიასთან” და “რომასთან” გასამართი დაპირისპირებების გამოტოვება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ “პიპიტა” იტალიის მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. მან 31 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 2-ჯერ გუნდელებს გაატანინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაუდინო?
სინან კურტიც შეიძლება ყოფილიყო ამ სიაში
ბევრი აკლია ამ სიას ვინც შეიძლება ამათზე მეტი გააკეთონ მე პირადად ბრანტი ყველაზე იმედის მომცემ gერმანელად ვთვლი
კიოლნის მეკარე სასწაულია..და ვერდერის ახმახი ფორვარდი
max maiers tavi daanebe, brandti leverkuzenidan yvela zemochamotclilze perspeqtiulia
მაქს მაიერი მოტეხეთ საქმიდან თუ რა ბაზარია?
ქრთამი აქ აგეღებული ადმინს))))