ფეხბურთი

13:33 | 5.04.2016 | ნანახია 1000 - ჯერ

"ქაირათიდან" ბოროდიუკი წავიდა და ცხადაძეს ნიშნავენ

ალმათის "ქაირათის" მწვრთნელის პოსტიდან გადადგა რუსი ალექსანდრ ბოროდიუკი და როგორც ყაზახური პრესა წერს, მისი შემცვლელის ვინაობაც ცნობილია - კახა ცხადაძე.

გუშინ გვეწერა, რომ ცხადაძე რამდენიმე დღის წინ "ქაირათის" ბაზაზე ნახეს. მხარეებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.

გეცოდინებათ, "ქაირათს" 3 წლის განმავლობაში სლოვაკი ვლადიმირ ვაისი წვრთნიდა, ახლა კი სლოვაკი საქართველოს ნაკრებს თავკაცობს. ვაისმა სწორედ ცხადაძე შეცვალა თანამდებობაზე.

კიდევ, ცხადაძე "გაბალას" მწვრთნელობის კანდიდატადაც განიხილებოდა. არის დიდი შანსი, რომ რომან გრიგორჩუკმა სეზონის ბოლოს დატოვოს "გაბალა" და ცხადაძის ვარიანტზეც ითქვა, თუმცა კახას "ქაირათში" დანიშვნა თითქმის გადაწყვეტილია.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:24 | 06.04.2016
l_e_o_n_i (340)

Warmatebebi kakhas, martla araswored moeqcnen da sheileba didi warmatebas ver miagwia,magram chvenebis tamahi ki daalaga dacvashi... mogebebi kakhas...

03:19 | 06.04.2016
ssll (1520)

მიდი კახი,დაათოხლავე აზერების მაყუთი..მაგათ მაინც არ გამოლევათ..დდდ

15:51 | 05.04.2016
AZARISHVILI (788)

eeh rava yvela chven gviswrebs chempionatis donit. yvela gunds stadioni. finansurad gamartuli. da iqaur gundebs rom legionerebi miyavt chventan aravin chamova. marto arshavini da tumoshuki rad girs. xolo dinamos garda romel gunds sheuzlia vaisis an tundac cxadazis miwveva? visac ggoniat rom somxetze uketesi chempionati gvaqvs cdebit xolo azerebze da yazaxebze shedareba sircxvili iqneboda samwuxarod

15:10 | 05.04.2016
riunoske (107)

ბოდიში და მაგარი თოხლა კობიაშვილმა ამის გაშვებით. ვაისი რა მწვრთნელიცაა გამოჩნდა ყაზახეთთან. ერთი ნორმალური საშუალო ტემპის კომბინაციაც კი არ გაუთამაშებია გუნდს. დარბოდნენ მონდომებულად, მაგრამ ქაოტურად და ფეთიანებივით. ყაზახეთის გოლი ნახეთ, 5 პასში გაგვითამაშეს უმარტივესი და უსწრაფესი კონტრშეტევა, მთელი თამაშის მანძილზე ერთი მსგავსი კომბინაცია მაინც თუ გააკეთეს ჩვენებმა? თამაშის არანაირი გეგმა არ იგრძნობოდა ვაისისგან. ამას ჯობდა ბოსკამპი ჩამოეყვანათ ისევ.

14:16 | 05.04.2016
CR7NOLE (15561)

ამას ფული აინტერესებდა და აგერ აქანე აიღებ ფულსო მაგარი სამსახური დაუთრია ვაისი

14:06 | 05.04.2016
BEERTRANCE (97819)

როქიიიიიიიი

13:58 | 05.04.2016
chamilo (33560)

საინტერესო გაცვლაა

0.125639