ფეხბურთი

1:12 | 5.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

აუტსაიდერთა ფრე “სიუდად დე ვალენსიაზე”

ლა ლიგის 31-ე ტურის დასკვნითი შეხვედრა “სიუდად დე ვალენსიაზე” გაიმართა, სადაც ერთმანეთს გათამაშების აუტსაიდერები “ლევანტე” და “ხიხონი” დაუპირისპირდნენ.

მასპინძლები მთელი შეხვედრის განმალობაში ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა შანსების გამოყენება ვერ შეძლეს და მხოლოდ ქულას გამორჩნენ.

“ლევანტემ” 25 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილზე დარჩა, ხოლო ასტურიელებმა 28 ქულას მოუყარეს და “ხეტაფესთან” ერთად მე-18 და მე-19 პოზიციებს იყოფენ.

ლევანტე – ხიხონი 0:0

ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”

ლევანტე (4-4-2): მარინიო, ფედალი, მედჯანი, ლერმა, ხუანფრანი, კამარასა (ხუმეტრა 82), ვერზა, ვერდუ, მორალესი (კასადედუსი 69), დეივერსონი, როსი (კუერო 74).
მწვრთნელი: რუბი

ხიხონი (4-2-3-1): კუელარი, ლ.ერნანდესი, ვრანჟესი, ი.ლოპესი, ლორა, სერხიო, კასესი, პ.პერესი (ნდი 74), კარმონა (ჰალილოვიჩი 59), ხონათანი, სანაბრია (კ.კასტრო 80).
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი

გაფრთხილებები: ფედალი, მედჯანი, ვერზა, კამარასა, ლერმა – ლ.ერნანდესი, ლორა, ნდი
გაძევება: ფედალი (მატჩის შემდეგ)
მსაჯი: მელერო ლოპესი

თეგებილა ლიგა
0.139743