ფეხბურთი

23:55 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"გურიას" თემურ მახარაძე წვრთნის

ლანჩხუთის "გურიას" თემურ მახარაძე წვრთნის. მან შეცვალა გუნდიდან წასული ვიქტორ დემიდოვი, რომელმაც 7 მატჩში უხელმძღვანელა გუნდს და 7 ქულა აიღო. როგორც "მსოფლიო სპორტმა" შეიტყო, მახარაძემ დღეს ვარჯიში ჩაატარა "გურიაში".
თემურ მახარაძე გამოცდილი მწვრთნელია და საქართველოს არაერთ გუნდს თავკაცობდა. 2010 წელს მისი ხელმძღვანელობით რუსთავის "ოლიმპი" გახდა ჩემპიონი, მანამდე ორი წლით ადრე "ზესტაფონს" საქართველოს თასი მოაგებინა, გარდა ამისა, მის გუნდებს სამჯერ წაუგიათ თასის ფინალი: ორჯერ "ზესტაფონს" და ერთხელაც "სიონს".
მახარაძე ბოლოს თბილისის "სასკოში" მუშაობდა. მანამდე, ცოტა ხნით იყო გორის "დილაში", თუმცა რამდენიმე თვე იმუშავა. ეს მაშინ, როცა "დილა" ჯერ კიდევ არ იყო საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, მაგრამ უკვე კრებდა ძლიერ შემადგენლობას.
"გურიას" რაც შეეხება, ბოლოდან მეოთხე ადგილზეა უმაღლეს ლიგაში. ლანჩხუთელები 6 აპრილს "დილას" უმასპინძლებენ.

0.113984