რაგბი

23:03 | 4.04.2016 | ნანახია NaN - ჯერ

ჩვენ და რუმინელები „ერთ ქვაბში“?!

ბოლო პერიოდში ქართულ თუ უცხოურ პრესაში აქტიურად განიხილება 6 ერის გათამაშების გაფართოების საკითხი. ექსპერტებს ტურნირში ცვლილებების მიზეზად საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების ბოლოდროინდელი წინსვლა მიაჩნიათ.

ამ ორ აღმოსავლეთ ევროპულ ნაკრებს ხშირად ერთად განიხილავენ და ევროპის ბობოლა ნაკრებებში გარევასაც ერთად უწინასწარმეტყველებენ. თუმცა, არის კი საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთ ქვაბში მოსახარში? ბოლო წლებში „ბორჯღალოსნებმა“ აშკარად უფრო დიდი პროგრესი განიცადეს, ვიდრე – “მუხის ფოთლებმა“.

ბოლოს რუმინელებმა ქართველების დამარცხება 2010 წელს მოახერხეს. მას შემდეგ ეს ორი გუნდი ერთმანეთს შვიდჯერ შეერკინა და ექვს მატჩში (ერთი მსოფლიო თასზე) გამარჯვება „ბორჯღალოსნებს“ დარჩათ, ხოლო ერთხელ შეხვედრა ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია ისიც, რომ აგერ უკვე სათამაშო დროის 6 საათი და 33 წუთია, რუმინელები ქართველებისთვის ლელოს დადებასაც კი ვეღარ ახერხებენ.

ასაკობრივ ნაკრებებს თუ გადავხედავთ, განსხვავებას აქაც დავინახავთ: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ამჟამად მსოფლიოს 12 საუკეთესო ნაკრებს შორისაა და წელს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზეც მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება რუმინელ ახალგაზრდებს, 2010 წლის შემდეგ, მეორე ეშელონის ქვეყნებს შორის გამართულ „მსოფლიო ალაფაზეც“ კი არ მიუღიათ მონაწილეობა, მსოფლიო ჩემპიონატზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

უფროსების მსგავსად, ქართველები „ვლახებს“ 18-წლამდელებშიც სჯობნიან: ამ ასაკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა“ ზედიზედ მეორედ მოახერხეს ფინალში გასვლა, ხოლო რუმინელები ელიტურ დივიზიონში მხოლოდ წელს ჩაებნენ. მანამდე ისინი ევროპის თასზე გამოდიოდნენ, სადაც ესპანელ და რუს ახალგაზრდებს კონკურენციას ვერ უწევდნენ.

ახალგაზრდა მორაგბეების დონეებს შორის განსხვავება ეროვნულ ნაკრებებშიც შეინიშნება. მაგალითად, მსოფლიო თასზე, როდესაც „ლელოებმა“ ტონგა დაამარცხეს, 23-დან 11 მორაგბე უფრო ახალგაზრდა იყო, ვიდრე რუმინეთის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, როცა მათ კანადას სძლიეს.

საქართველოს ნაკრების წევრების ნახევარი 1990 წლის შემდეგ არის დაბადებული და მათ შორის არიან ისეთები, ვინც „ბორჯღალოსნების“ ძირითადი შემადგენლობის წევრებად განიხილებიან. ვლახებში კი, ასეთი ძალიან ცოტაა და ისინიც მოედანზე არაფრით არ გამოირჩევიან.

ქართული რაგბის უპირატესობა ქომაგის დამოკიდებულებაშიც კარგად ჩანს. ფაქტია, რომ საქართველოში რაგბი სპორტის ერთ-ერთ მთავარ სახეობად განიხილება, ხოლო რუმინულ ვებ-გვერდებზე რაგბის ხილვა მხოლოდ სპორტის “სხვა სახეობებში“ შეგიძლიათ. წელს თბილისში გამართულ ქართულ-რუმინულ დაპირისპირებას 52 342 მაყურებელი დაესწრო, მაშინ, როცა რუმინეთში ყველაზე მეტი მაყურებელი მხოლოდ 6 000 დაითვალეს.

აშკარაა, რომ დღევანდელი გადასახედიდან ამ ორი გუნდის სამომავლო პოტენციალი განსხვავებულია. შესაძლოა რუმინელთა ქომაგებს ეს არ მოსწონთ, მაგრამ მათი რაგბის ფედერაციის თავკაცი ჰარი დუმიტრაში თავად აღიარებს, რომ „ამ ეტაპზე საქართველო უფრო ძლიერია, ვიდრე – რუმინეთი“.

საინტერესოა, რომ აქტიურად განიხილება ექვსი ერის 20-წლამდელთა გათამაშებაში რუმინეთისა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების დამატების იდეა და თუ ეს მოხდა, ამაში უდიდესი წვლილი სწორედ ქართველი ახალგაზრდებისა იქნება.

მოკლედ, თუ ექვსი ერის ხელძღვანელობამ მხოლოდ ერთი გუნდის დამატება გადაწყვიტა, ის აუცილებლად გადახედავს ერთა თასის ბოლოდროინდელ შედეგებს, ნახავს სად შეიძლება 50 000-ზე მეტი რაგბის მოყვარულის შეკრება, ვის აქვს სახელმწიფოსგან და სპონსორებისგან სათანადო თანადგომა და ძნელი გამოსაცნობი არ არის, ვინ იქნება რჩეული...

მოამზადა უჩა გოგიძემ

www.worldrugby.ge


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:02 | 21.12.2017
temo11 (1791)

როუზი, აიზია, 2 კაცი კლივლენდს აკლია დასაწყისიდან ასე რომ არაუშავს, დანაკლისი ორივეს აქვს

01:26 | 21.12.2017
federer (17) (15576)

iloreli (2006)
ბოლო რამდენიმე დღეა მსგავს სიტუაციაში შემისწორეს და სულ სხვა რაღაცეებს მეუბნებიან არადა მე სხვას ვამბობ და დაემთხვა შენი კომენტარიც ამ ყველაფერს

20:17 | 20.12.2017
sabonis (9584)

აბა მოუგია კავალერიას და ეგაა, მიტ უმეტეს გრინიც თუ არ იქნა.

22:16 | 21.12.2017
ogafa (10211)

+

20:57 | 20.12.2017
federer (17) (15576)

კარის გარდა 2 ძირითადის კაცი აკლია და 2 ძირითადის მოთამაშეზე გადაწყდება ძირითადად ყველაფერი დურანტზე და ტომსონზე, რათქმაუნდა სათადარიგოებიც მაღალი დონის ყავს გოლდენს, მაგრამ არც იმდენად რო ლებრონს და კამპანიას მოუგონ

19:52 | 20.12.2017
dinamo222 (8587)

და ამაღამ მემფისთან ("ქართული ხმებიც" რომ იმღერებენ ამერიკის ჰიმნს) ითამაშებს ??

15:31 | 20.12.2017
BEERTRANCE (97819)

ისე სტრიტბოლი რო ათამაშონ ჯეიმს და დურანტს და ეგ ჩაითვალოს ანგარიშად.

19:00 | 20.12.2017
federer (17) (15576)

საინტერესო იქნება

14:46 | 20.12.2017
federer (17) (15576)

დიდი საკადრო პრობლემების ფონზე ამ შეხვედრას უნდა მიეცეს დურანტი-ჯეიმსის დაპირისპირების სახე. მაგრამ გოლდენს კარის გარდა 2 ძირითადის მოთამაშე აკლია და ჯამში გაცილებით სერიოზული დანაკლისი აქვს და მე ფავორიტად ჯეიმსს და კავალიერსს მივიჩნევ ამ თამაშში

19:22 | 20.12.2017
iloreli (2516)

2 თუ 3??? ზაზა, შრეკის ვირი და სტეფანე. თანაბარი თამაში იქნება ჩემი აზრით.

20:55 | 20.12.2017
federer (17) (15576)

სანამ ჩასწორებას გააკეთებ მანამდე წაკითხულს მიაქციო უნდა ყურადღებაა
კარის გარდა 2 ძირითადის მოთამაშე არ ეყოლება თქო დავწერე და მეტი გარკვევით რა უნდა დამეწერაა რო 3 ძირითადის მოთამაშე აკლია გუნდსთქო რო მიმხვდარიყო ხალხიი

22:09 | 20.12.2017
iloreli (2516)

ჩევიგდე ენა!!!!

14:17 | 20.12.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

ნუ, ზნაჩიტ ტიპიური ჯეიმსი ვს დურანტი იქნება. ორივე მშვენიერ ფორმაშია და მაგარ სტატისტიკასაც დებენ.
თან, ძალიან მინდა რო ლებრონამ "ჯინგლ ბელს" უმღეროს და თავისი წითელქუდიანი სანტა გადაუგდოს ხახაში იმ წოწლოკინა გოიმს

14:44 | 20.12.2017
federer (17) (15576)

საინტერესო დაპირისპირება უნდა გამოვიდეს, რა იქნება წინასწარ ძნელია მაგის განსაზღვრა

0.064242