ჩოგბურთი

22:35 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ კატოვიცეში პირველი გამარჯვება იზეიმა

ქართველმა ოქსანა კალაშნიკოვამ და ჰოლანდიელმა დემი შუურსმა პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) საწყისი რაუნდი იოლად დასძლიეს.

კალაშნიკოვამ და შუურსმა ლუქსემბურგელი მენდი მინელა და ჩეხი რენატა ვორაცოვა 6:2, 6:3 დაამარცხეს და მერვედფინალში გააღწიეს, რისი წყალობითაც 60-60 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.

თუ ვინ იქნებიან მეოთხედფინალში ოქსანას და დემის მეტოქეები, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ქართველი და ჰოლანდიელი ჩოგბურთელები იმ შეხვედრას უნდა დაელოდნონ, რომელშიც რუსები ივახნენკო და მელნიკოვა შვეიცარიელებს – გოლუბიცს და კნოლს ეთამაშებიან.

0.117526