ფეხბურთი

21:23 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"გურიადან" მწვრთნელი დემიდოვი წავიდა

"ზუგდიდთან" 2:3 წაგების შემდეგ, ლანჩხუთის "გურიას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ვიქტორ დემიდოვმა. ამას ადასტურებენ "გურიას" მესვეურები. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, დღის ბოლოსთვის უნდა გადაწყდეს, თუ ვინ გაიყვანს "გურიას" 6 აპრილს გორის "დილასთან" სათამაშოდ.
დემიდოვი წლეულს გახდა "გურიას" მწვრთნელი და 7 ტურში მისმა გაწვრთნილებმა ერთხელ მოიგეს, ოთხჯერ ფრედ ითამაშეს და ორჯერ წააგეს. "გურია" ბოლოდან მეოთხე ადგილზეა.
ვნახოთ, ვინ დაინიშნება ლეგიონერებით სავსე "გურიას" მწვრთნელად.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086478