თორნიკე შენგელიას თანაგუნდელი, “ლაბორალ კუჩას” ბერძენი ცენტრი იანის ბურუსისი ევროლიგის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მარტის თვეში “ლაბორალ კუჩამ” 5 შეხვედრიდან სამი მოიგო. ბურუსისი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 18.4 ქულას, 9.2 მოხსნას, 2.8 ჩაჭრას და 1.3 პასს აკეთებდა. ბერძენი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 24.4 უწია.