კალათბურთი

19:02 | 4.04.2016 | ნანახია 2133 - ჯერ

ზაზა სასტარტოში თამაშს განაგრძობს, "დალასი" - გამარჯვებებს

ზაზა ფაჩულია განაგრძობს სასტარტო ხუთეულში თამაშს, „დალასი“ კი - გამარჯვებებს. ტეხასელებმა ზედიზედ მეოთხე მოგება მინესოტაში გაიფორმეს, სადაც „ტიმბერვულვზს“ 88:78 მოუგეს და დასავლეთ კონფერენციის საპლეიოფო ბრძოლაში წინ წაიწიეს.

უფრო სწორად კი, დალასელები მეტოქეებს არ ჩამორჩნენ, რადგან დღის მატჩები კონკურენტმა „იუტამაც“ მოიგო და „ჰიუსტონმაც“. რაც შეეხება მინესოტელებთან მოგებულ მატჩს, ტეხასელებს შორმა სროლებმა უშველა. „დალასმა“ 40-დან 14 სამქულიანი ჩააგდო, საიდანაც 6 - ვესლი მეთიუზის ანგარიშზე მოდის.

ფაჩულიას სეზონის ერთ-ერთი მწირექულიანი მატჩი ჰქონდა. მან მოედანზე 23 წუთი დაჰყო და 3 ცდიდან 1 ორქულიანი ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა მთლიანობაში 2 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მისმა შემცვლელმა სალაჰ მეჯრიმ 19 წუთში ქულა ვერ მოიპოვა და შეხვედრა 5 მოხსნით დაასრულა.

39 მოგებითა და 38 მარცხით „დალასი“ და „იუტა“ დასავლეთ კონფერენციაში 7-8 ადგილებს იყოფენ. მე-9-ზე მყოფ ჰიუსტონელებს კი პირიქით - 38 მოგება და 39 მარცხი აქვთ. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს სწორედ „ჰიუსტონთან“ ელის. პრინციპული შეხვედრა 7 აპრილს დალასში გაიმართება.

www.gbf.ge


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:31 | 05.04.2016
ogafa (10211)

ზაზას წარმატებები

00:29 | 05.04.2016
tagliti mesi (189)

საგოლ ზაზა თამაშს უყურე და იმენა მაგრა ითამაშა სროლებს ნუ უყურებთ მარტო იმათ ფარზე ბევრი მნიშვნელოვანი ბურთი მოხსნა

20:04 | 04.04.2016
dato567 (138)

Magari igra iqneba 7 aprils. Mtavaria zaza kargad daudges Supermens da metiusi- babuawveras dapirispirebac dzalian mnishvnelovania..es tamashi tu moiges agar gauchirdebat pleiofshi gasvla. IQ ki ukve mcire shansebi eqnebat vinc ar unda shexvdet.

0.11413