საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე ყაზახური “ქაირათის” ბაზაზე ნახეს. ეს ყაზახური პრესის სალაპარაკო გახდა, მითუმეტეს, რომ “ქაირათის” ამჟამინდელი მწვრთნელი სერგეი ბოროდიუკი, შესაძლოა, პოსტიდან გადადგეს.
ბოროდიუკს “აკჟაიკთან” ჩემპიონატის მატჩში წაგების (1:2) მერე უთქვამს, რომ კლუბის ხელმძღვანელობას გაესაუბრება და თავის მომავალს განსაზღვრავს.
შეგახსენებთ, “ქაირათს” 3 წლის განმავლობაში წვრთნიდა სლოვაკი ვლადიმირ ვაისი, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე სწორედ ცხადაძე შეცვალა.