ფეხბურთი

14:50 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის საუკეთესოები: ადურისი და სეტიენი

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ბილბაოს “ატლეტიკის” ფორვარდი არის ადურისი დასახელდა. 35 წლის თავდამსხმელმა მარტში 4 თამაში ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა (ჰეთ-თრიქი “დეპორტივოსთან”). მთლიანობაში კი ვეტერანი ბასკი მიმდინარე სეზონს დიდებულად ატარებს და ლა ლიგის 30 შეხვედრაში თავი 17-ჯერ გამოიჩინა, ევროპა ლიგაზე 12 თამაშში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ესპანეთის ნაკრებში იტალიის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში გაუტანა.

რაც შეეხება გასული თვის საუკეთესო მწვრთნელს, ასეთად “ლას პალმასის” დამრიგებელი კიკე სეტიენი აღიარეს. მოკრძალებულმა გუნდმა მარტში 4 შეხვედრიდან სამი მოიგო და ერთადერთი წააგო მადრიდის “რეალთან”, ისიც ბოლო წუთზე. ამჟამად სეტიენის შეგირდები 36 ქულით მე-13 ადგილს იკავებენ და სამშვიდობოს იმყოფებიან.

0.119438