ჩოგბურთი

13:51 | 4.04.2016 | ნანახია 701 - ჯერ

კალაშნიკოვა კატოვიცეს ტურნირში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა პოლონეთში იმყოფება და კატოვიცეს საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგში მე-2 განთესვით ჩაებმება.

კალაშნიკოვა ჰოლანდიელ დემი შუურსთან გახლავთ შეამხანაგებული და საწყისი რაუნდის მატჩს დღეს საღამოს ჩაატარებს. ოქსანა და დემი ლუქსემბურგელ მენდი მინელას და ჩეხ რენატა ვორაცოვას გაეჯიბრებიან და გამარჯვების შემთხვევაში, 60-60 ქულას მიიღებენ.

ისიც ვთქვათ, რომ KATOWICE OPEN-ის გამარჯვებული წყვილის წევრები 280-280 ქულას მიიღებენ და სარეიტინგო მდგომარეობას საგრძნობლად გაიუმჯობესებენ. ამჟამად, კალაშნიკოვას 1590 ქულა აქვს და მსოფლიო კლასიფიკაციაში 47-ე პოზიციაზეა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:39 | 05.04.2016
ogafa (10220)

წარმატებები

18:20 | 04.04.2016
sandrinio10 (1411)

ყველაზე პროგრესირებადი ქართველი ჩოგბურთელი. ეს აუცილებლად მოხვდება 20 ში. მაგარი გოგოა და გამარჯვებით ატაროს ღმერთმა. !

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143162