ფეხბურთი

13:09 | 4.04.2016 | ნანახია NaN - ჯერ

რანიერი: “ახლა მხოლოდ მომდევნო თამაშზე ვფიქრობთ”

აქამდე “ლესტერ სიტის” თუ რომელიმე სატურნირო ცხრილის სათავაში ნახავდით, ეს უსათუოდ ინგლისის ჩემპიონშიფი იქნებოდა. მიმდინარე სეზონში კი ყველაფერი სხვაგვარადაა – “მელიები” პრემიერლიგას ლიდერობენ და ისტორიულ მომენტამდე ერთი ნაბიჯის გადადგმაღა დარჩათ.

“ლესტერის” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი ჯერ ჩემპიონობაზე არ ფიქრობს და ფოკუსირება მხოლოდ თამაშიდან თამაშამდე ხდება.

“მომწონს, რომ კარის მშრალად შენახვას ვახერხებთ. ჯერ რამეზე საუბარი ადრეა და წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. ახლა მთავარი მომდევნო მატჩია.

მანეს კარგ მომენტი ჰქონდა, მაგრამ სიმპსონმა გადაგვარჩინა, მერე კი ჩვენ გავიტანეთ. მას ხელით არ უთამაშია, რადგან ხელები სხეულზე ჰქონდა”, - თქვა რანიერიმ “საუთჰემპტონის” (1:0) დამარცხების შემდეგ.

მოგეხსენებათ, პრემიერლიგის დასრულებამდე 6 ტური დარჩა, ხოლო “ლესტერი” მდევარ “ტოტენჰემს” 7 ქულით უსწრებს და საჩემპიონო ტიტულამდე ძალიან ცოტა აკლია...

0.066356