ფეხბურთი

11:22 | 4.04.2016 | ნანახია NaN - ჯერ

არაბიძემ "შახტარის" 19-წლამდელებს პრინციპული მატჩი მოაგებინა (VIDEO)

ახალგაზრდა ქართველმა შემტევმა გიორგი არაბიძემ უკრაინის 19-წლამდელთა ჩემპიონატში შესანიშნავი გოლი მიითვალა და დონეცკის "შახტარს" უშუალო კონკურენტთან, თანაქალაქელ "ოლიმპიკთან" პაექრობაში გამარჯვება მოუტანა - 1:0. არაბიძემ მატჩი სრულად ჩაატარა, მოედანზე გამორჩეული იყო, 77-ე წუთზე კი საჯარიმო დარტყმა მოხდენილად შესრულა და შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი გახდა.

ამ გამარჯვებით "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდი ქულებით (44) "ოლიმპიკს" გაუთანაბრდა და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება, თუმცა მის კონკურენტს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:08 | 26.01.2024
georgianwelder (778)

ასოციაცია სხვაა და ფედერაცია სხვა?

0.060884