ფეხბურთი

11:01 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვანელები პირველ ლიგას დაუახლოვდნენ

გრძელდება საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის გათამაშება დასავლეთ ზონის გუნდებს შორის. გაიმართა XVII ტურის მატჩები, რომლებიც შემდეგი ანგარიშებით დასრულდა:

  1. „სამეგრელო – 2“ (ჩხოროწყუ) – „ზანა“ (აბაშა) 2:3
  2. „კოლხეთი – 2“ (ხობი) – „სამგურალი – 2“ (წყალტუბო) 0:1
  3. „ეგრისი“ (სენაკი) – „იმერეთი – 2“ (ხონი) 5:0
  4. „საირმე“ (ბაღდათი) – „მერცხალი – 2“ (ოზურგეთი) 4:0
  5. „სულორი“ (ვანი) – „მარგვეთი – 2006“ (ზესტაფონი) 3:2
  6. „ბახმარო“ (ჩოხატაური) – „ხიხანი“ (ხულო) 2:1
  7. „რაჭა“ (ამბროლაური) – ,,მეშახტე – 2“ (ტყიბული) 2:1

ტურის და შეიძლება ითქვას ჩემპიონატის ყველაზე პრინციპული შეხვედრა აბაშაში გაიმართა, სადაც ვანის ,,სულორმა“ ზესტაფონის ,,მარგვეთი – 2006“ –ს უმასპინძლა. ამ შეხვედრამდე ვანელები დაკარგული ქულებით ერთპიროვნულად ლიდერობდნენ და გამარჯვების შემთხვევაში ზესტაფონლებს 5 ქულით გაუსწრებდნენ. რაც შეეხებათ მარგველებს, უშუალო მეტოქესთან წარმატების შემთხვევაში ისინი 45 ქულას აგროვებდნენ და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცეოდნენ.

ვანელთა მდგომარეობას ის ართულებდა, რომ ისინი დისკვალიფიკაციის გამო საკუთარ მოედანზე ვერ ასპარეზობდნენ და მეტოქეს აბაშის ,,ცენტრალურზე“ მასპინძლობდნენ.

შეხვედრის დღეს განუწყვეტლივ წვიმდა და გვარიანად ციოდა. უხვად მოსულმა ნალექმა მოედანი დაამძიმა და აატალახა. სველ გრუნტზე ფეხბურთელებს ფეხის მოკიდება უჭირდათ და სწრაფი კომბინაციური თამაში არ გამოსდიოდათ. მიუხედავად ამისა მატჩმა ინტერესი სრულიად გაამართლა. შეხვედრაზე მოსულმა ორი ათასმა გულშემატკივარმა მეტად დაძაბული და საინტერესო სანახაობა იხილა.

თამაში მარგველთა უპირატესობით დაიწყო და მე-9 წუთზე მათ ანგარიშის გახსნაც მოახერხეს. ,,მასპინძელთა“ კარის სიახლოვეს დანიშნული საჯარიმოდან მოწოდებულ ბურთს ადგილი ყველაზე კარგად მარგველთა კაპიტანმა შეურჩია და ზუსტი თავური დარტყმით ვანელთა კარის ბადე შეარხია –0:1.

5 წუთში მარგველებს ანგარიშის გაორება შეეძლოთ .თითქმის ანალოგიური კომბინაციის შემდეგ ბურთი ვანელთა კარის ხარიხამ აისხლიტა, დამატებაზე კი ზესტაფონლებმა ვეღარ ივარგეს.

ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და პირველი ტაიმი სტუმართა მინიმალური უპირატესობით დასრულდა.

შესვენების შემდეგ შეხვედრა კიდევ უფრო დაიძაბა. ვანელებმა თანაფარდობა ასევე სტანდარტული მდგომარეობიდან აღადგინეს. საჯარიმო მოედნის კიდესთან დანიშნული საჯარიმო მელქაძემ დიდებულად შეასრულა და მოჭრილი დარტყმით ბურთი ზესტაფონელთა კარის შორეულ ცხრიანში მოათავსა – 1:1.

7 წუთში მარგველები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ. საკუთარ საჯარიმო მოედანზე მეტოქესთან ბრძოლისას ბაკურაძეს ფეხი დაუსხლტდა და ბურთი ხელებით შეაჩერა. არბიტრმა ნონიკაშვილმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ უყოყმანოდ მიუთითა. პენალტი ლაშა გაბრიჭიძემ უნაკლოდ შეასრულა და ვანელთა კარის დარაჯი უშანსოდ დატოვა – 1:2.

გატანილი გოლიდან სულ მალე მარგველებს შეეძლოთ პრაქტიკულად მატჩის ბედი გადაეწყვიტათ, თუმცა მათ 100%–იანი საგოლე შანსი გაანიავეს .

მატჩის ბოლოს მოედანი კიდევ უფრო დამძიმდა, რამაც შედარებით სწრაფ ზესტაფონელ ფეხბურთელებს თავიანთი კოზირი გამოაცალა. ამით კარგად ისარგებლეს გაცილებით უფრო გამოცდილმა ვანელებმა და შეხვედრის დასკვნით ნაწილში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს. განსაკუთრებით გაგა ჩხეტიანი გამოირჩეოდა, რომელიც განუწყვეტლივ მოძრაობდა და მეტოქის მცველებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.

გამთანაბრებელი გოლიც მის აქტიურობას მოჰყვა. გაგას თავურ გადაცემას მეტოქის კარის შორეულ ძელთან ჩასაფრებული ნიკო კვასხვაძე გამოეხმაურა და ასევე თავური დარტყმით მარგველთა კარის ბადე შეარხია – 2:2.

ამის შემდეგ ზესტაფონლები აირივნენ, რითაც კარგად ისარგებლა ჩხეტიანმა. იგი მეტოქის მცველებს დაუსხლტდა, მის შესახვედრად წინ გამოსულ გოლკიპერსაც გვერდი აუქცია და ზუსტი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:2.

,,სულორი“ (ვანი) ,,მარგვეთი - 2006“ (ზესტაფონი) 3:2 (0:1)
,,ცენტრალური“ბაშა. 2000 მაყურებელი.

,,სულორი“ (ვანი) : ხურციძე, ბაკურაძე (სამსეიშვილი 64), დვალიშვილი, თოდუა (კ), ჭანკვეტაძე, ჟვანია (ივანიაძე 73), ჭრელაშვილი, მელქაძე (ამბროლაძე 64), ნ. კვასხვაძე (ხელაძე 88), როხვაძე, გ. ჩხეტიანი;

მწვრთნელი: გიგა ნიკოლეიშვილი

,,მარგვეთი - 2006“ (ზესტაფონი): მახათაძე, ჭურაძე, ბრეგვაძე, რობაქიძე, ჩხიკვაძე, დარსაველიძე (გაბუნია 64) (ხიხაძე 82), ზარნაძე (კ), ღიბრაძე (ბაბუნაშვილი 77), გაჩეჩილაძე (ჩინჩალაძე 82), ტვილდიანი, ლ. გაბრიჭიძე;

მწვრთნელი: თამაზ გაბრიჭიძე

გოლები: 0:1 ზარნაძე (9), 1:1 მელქაძე (55), 1:2 ლ. გაბრიჭიძე (62 პენ.), 2:2 ნ. კვასხვაძე (72), 3:2 გ. ჩხეტიანი (75);

გაფრთხილება: ბაკურაძე (62), ამბროლაძე (87);

არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი

XVII ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ასე გამოიყურება:

გათამაშების ცხრილი

1

,,სულორი“

16

14

2

0

48-11

44

2

,,საირმე“

17

14

2

1

50-9

44

3

,,მარგვეთი – 2006“

17

14

0

3

53-14

42

4

,,ხიხანი“

16

10

3

3

41-14

33

5

,,ეგრისი“

17

9

4

4

39-19

31

6

ბახმარო“

17

8

3

6

28-24

27

7

,,ზანა“

17

7

0

10

17-39

21

8

,,რაჭა“

17

6

2

9

30-37

20

9

,,სამგურალი – 2“

17

5

3

9

26-34

18

10

,,კოლხეთი – 2“

17

5

2

10

20-36

17

11

,,მერცხალი – 2“

17

4

2

11

17-40

14

12

,,მეშახტე – 2“

17

4

1

12

22-35

13

13

,,სამეგრელო – 2“

17

4

0

13

23-59

12

14

,,იმერეთი – 2“

17

1

2

14

10–53

5

მომდევნო ტურის შეხვედრები 5 აპრილს გაიმართება

XVIII ტური – 5 აპრილი, სამშაბათი

1.„ზანა“ - „რაჭა“
2.„მეშახტე – 2“ - „სულორი“
3.„მარგვეთი – 2006“ - „ბახმარო“
4.„ხიხანი“ - „საირმე“
5.„მერცხალი – 2“ - „ეგრისი“
6.„იმერეთი – 2“ - „კოლხეთი – 2“
7.„სამგურალი – 2“ – ,,სამეგრელო – 2“

იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.113298