ჩოგბურთი

10:48 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა სარეკორდო 28-ე მასტერსის ტურნირი მოიგო

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში 28-ე მასტერსის ტურნირი მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ნოვაკმა “მაიამის” მასტერსის ფინალში იაპონელი კეი ნიშიკორი 6:3, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 27 წუთს გაგრძელდა. სერბმა 9-დან 5 ბრეიკი შეასრულა.

ჯოკოვიჩმა კარიერაში 714-ე შეხვედრა მოიგო, ამ მაჩვენებლით ნოვაკმა თავის მწვრთნელს ბორის ბეკერს (713 მოგება) გადაასწრო და მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.

ჯოკოვიჩმა “მაიამის” მასტერსის მოგებით 1 028 300 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, ხოლო კეიმ 501 815 ამერიკული დოლარი.

0.167533