ჭადრაკი

1:15 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯავახიშვილი ჩემპიონობას მიუახლოვდა

ქართველმა მოჭადრაკე ლელა ჯავახიშვილმა (2489) საქართველოს ქალთა 73-ე ჩემპიონატის 9 ტურის თავზე 7.0 ქულა მოაგროვა და ტიტულის მოპოვებასთან ძალიან ახლოსაა. ამისთვის, ნინომ დარჩენილ ორ ტურში 1.5-ქულიანი უპირატესობა უნდა შეინარჩუნოს.

გასულ ტურში ჯავახიშვილმა თეთრი ფიგურებით ანა გავაშელი (2193) დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა. მისი უახლოესი მდევარი სალომე მელიაა (2452), რომელიც თეთრებით მერი არაბიძესთან (2390) კი დამარცხდა, თუმცა, მე-2 პოზიციაზე რჩება.

5.0 ქულა ერთბაშად ოთხმა მოჭადრაკემ მოაგროვა. მესამე-მეექვსე ადგილებს სოფიკო ხუხაშვილი (2344), ბელა ხოტენაშვილი (2493), მაია ლომინეიშვილი (2365) და ნინო ხურციძე (2414) იყოფენ.

ბოლოსწინა მე-10 ტურში ჯავახიშვილი ხუხაშვილს ეთამაშება, მელია – ნინო ხომერიკს (2299), ხოტენაშვილი – მაია ლომინეიშვილს (2365), ხოლო ხურციძე – ალექსანდრა ვახანიას (2210).

0.12995