კალათბურთი

0:54 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 13 ქულა და მე-15 გამარჯვება

მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა. სტამბოლელები “ბუიუჩეკმეჩეს” ესტუმრნენ და დამაჯერებლად ჩატარებული ბოლო მეოთხედის (22:6) ხარჯზე, 70:63 იმარჯვეს.

ქართველი მცველი სტუმართა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მარკოიშვილმა მოედანზე 22:20 წუთი გაატარა და 13 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

მანუჩარმა 4-დან 3 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ქართველი კალათბურთელის დარად, 13-13 ქულა მიითვალეს ამერიკელმა სკოტი ვილბეკინმა და თურქმა სემიჰ ერდენმა.

“დარუშაფაკამ” 15 მოგება და 8 მარცხი მოაგროვა და 16-გუნდიან ლიგაში მე-5 ადგილზე იმყოფება. მარკოიშვილის კლუბი მომდევნო შეხვედრას 10 აპრილს, შინ, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “ქარშიაქასთან” გამართავს.

0.118631