18 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში დასრულებული 10-ათასიანი ტურნირის გამარჯებული გახდა. ქართველი ჩოგბურთელი მე-5 ნომრად იყო განთესილი, თუმცა, შეჯიბრი ისე მოიგო, სეტიც კი არ დაუთმია.
გადამწყვეტ მატჩში ბოლქვაძე რუს სოფია ჟუკს დაუპირისპირდა და 6:3, 7:5 სძლია, მანამდე კი, უკრაინელ ვერონიკა სტოტიკას (6:3, 6:4), რუს ვალერია პოგრებნიაკს (6:2, 6:0), სლოვენიელ ნასტია კოლარს (6:1, 6:4) და რუს მარგარიტა სკრიაბინას (6:2, 6:1) სძლია.
ცნობისთვის, წყვილთა შეჯიბრში ბოლქვაძე ხსენებულ კოლართან ერთად ირჯებოდა და აქაც წარმატებას მიაღწია. ფინალში ქართველმა და სლოვენიელმა ჩოგბურთელებმა პირველი რეიტინგის მქონე უკრაინულ-რუსულ დუეტს (კორაშვილი-ლაზარევა) 7:6 (7:0), 7:5 სძლიეს.