ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე ერთბაშად 2 ტიტულისთვის იბრძვის.
ერთუელთა შეჯიბრში მე-5 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ ნახევარფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუს მარგარიტა სკრიაბინას 6:2, 6:1 სძლია და გადამწყვეტ მატჩში კიდევ ერთ რუს სოფია ჟუკს ეთამაშება.
მარიამი ფინალში ითამაშებს წყვილთა შეჯიბრშიც, სადაც სლოვენიელ ნასტია კოლართან ერთად მე-2 განთესვა გააჩნია. ბოლქვაძე და კოლარი ტიტულისთვის პირველი რეიტინგის მქონე უკრაინულ-რუსულ დუეტს (კორაშვილი-ლაზარევა) გაეჯიბრებიან.
შარმ ელ შეიხში გადამწყვეტი მატჩები დღეს გახლავთ დაგეგმილი.