ფეხბურთი

15:35 | 3.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა: "ელ კლასიკომ" გული დაგვწყვიტა"

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ მადრიდის "რეალთან" განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ განაცხადა, მიუხედავდ იმისა, რომ "ელ კლასიკომ" გული დაგვწყვიტა, ახლა ჩემპიონთა ლიგაზე გადართვა გვმართებსო.

"გულნატკენები ვართ, მაგრამ უკვე ჩემპიონთა ლიგის თამაშზე ვფიქრობთ. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ დაშვებული შეცდომები და უნდა გავაგრძელოთ ძველებურად ასპარეზობა. ამ მარცხმა ჩვენ მენტალობას ზიანი არ უნდა მიაყენოს. წაგებამ გული დაგვწყვიტა, თუმცა ჩვენ მაინც წინ ვართ და პრივილეგირებულ სიტუაციაში ვართ." - ციტირებს Gოალ-ი ესპანელის სიტყვებს.

"ბარსელონა" წაგების მიუხედავად ლა ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე 76 ქულით იმყოფება და მეორეადგილოსან "ატლეტიკოს" 6 ქულით უსწრებს. "რეალი" 69 ქულით მესამე პოზიციაზეა.

0.10082